05:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 12:09:13, 1910 ნახვა

ომი უკრაინაში
სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში უკვე ჩაერთვნენ.

უწყების ცნობით, დღეს სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას. აცრამდე მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და პირადად გაესაუბრნენ.

მოსახლეობის მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში.

თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics