|
2021-08-09 11:18:41, 1385 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოუწოდა პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში და მოსახლეობასთან შეკრებებზე ატარონ პირბადე. „მინდა აღვნიშნო, რომ ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც შეეხება ცესკო-ს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტებით ჩავატაროთ ერთის მხრივ სამართლიანი და მეორეს მხრივ, კოვიდუსაფრთხო არჩევნები. ჩემი პარტიისა და სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციაში. ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, ერთის მხრივ, ჩვენს კანდიდატებს მინდა ვთხოვო, ყველგან ატარონ პირბადე, როცა ექნებათ შეკრებები და ასევე ვთხოვო ამომრჩეველსაც, რომ ატარონ აღნიშნულ შეკრებებზე პირბადე“, - აღნიშნა პრემიერმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)