|
2021-07-22 15:21:18, 1218 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ანალიზს ეფუძნება
თავდაცვის უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას მინისტრმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული დონის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ განსაზღვრავს. მინისტრმა უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების მთავარ გამოწვევად რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები დაასახელა, რეგიონული და გლობალური მასშტაბით არსებული გამოწვევებიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ამ ფონზე თავდაცვის სამინისტროს მიდგომები გამოწვევებთან ადაპტირებას, საკუთარი თავდაცვის პოლიტიკის არსებულ მოცემულობასთან მისადაგებას ეფუძნება. მინისტრმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიდგომად ტოტალური თავდაცვის პრინციპი დაასახელა: „ტოტალური თავდაცვა სამხედრო თავდაცვას, სამოქალაქო თავდაცვასა და საერთაშორისო თანამშრომლობას მოიცავს. ტოტალური თავდაცვის ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში, სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა გაიზრდება და მოწინააღმდეგეს არ ექნება ოკუპაციის განხორციელების საშუალება. „თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030“-ის მიზანია, შევქმნათ ჩვენი ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტურად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავდროულად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)