|
2021-06-26 20:40:45, 795 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტისა და იმერეთის მხარის ცნობადობის ასამაღლებლად ახალი პროექტი განხორციელდება
„ავიაციისა და ზოგადად, აეროპორტების გაძლიერების კუთხით ქუთაისის აეროპორტის განვითარება ერთ-ერთი ნომერ პირველი ამოცანაა. მომდევნო, მოკლე პერიოდისთვის ჩვენი გეგმა არის ის, რომ ახალი პროექტი გავაკეთოთ, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის აეროპორტისა და იმერეთის ცნობადობის ბმა იქნება გარდაუვალი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, იმერეთს, როგორც მიმართულებას, ჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება ჩვენგან იმისთვის, რომ არამხოლოდ უშუალოდ ქუთაისის, არამედ იმერეთის არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის ცნობადობა გაიზარდოს და მეტი ავიაკომპანია ოპერირებდეს ქუთაისის აეროპორტში“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. „ორი კვირაა, რაც ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. მნიშვნელოვანია, რომ თუ გაფართოებამდე აეროპორტი წელიწადში 800,000 მგზავრს ემსახურებოდა, ახლა, ბევრად უფრო დიდი სივრცეში შეუძლია 2 500 000 მგზავრი გაატაროს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იზრდება სხვადასხვა ავიაკომპანიის მხრიდან დაინტერესება და მოთხოვნა ქუთაისის აეროპორტზე, შესაბამისად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან. „ქუთაისის აეროპორტში გვაქვს მიმდინარე ფრენები, რომელსაც ასრულებს „ვიზეარი," ისევე, როგორც რამდენიმე სტრატეგიული ავიაკომპანია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზახეთიდან ის მოთხოვნა, რაც ქუთაისის აეროპორტზე მოდის და გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ძალიან დადებითი დინამიკაა ის, რომ მუდმივად იზრდება ყაზახეთიდან პირდაპირი რეისებით მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის და მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)