11:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 11:50:07, 1107 ნახვა

სამართალი
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა, რის საფუძველზეც ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ.

ცნობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით სამი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

უწყების განცხადებით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics