15:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 11:40:09, 2337 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სახელმწიფო განიხილავს წამახალისებელი ღონისძიებების პაკეტს, რომელსაც სრულად ვაქცინირებულ პირებს შესთავაზებს.

როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, განიხილება შესაძლებლობა ბიზნესთან თანამშრომლობის და ფასდაკლების პაკეტის ამოქმედება ორჯერადად აცრილი პირებისთვის.

„განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას, აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის, ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, რომელსაც ეტაპობრივად ჩაატარებს ვაქცინაციის პროცესი და რა თქმა უნდა, განიხილება, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ მწვანე საშვი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics