|
2021-06-11 22:09:05, 1064 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ყალბი დღგ-ის საქმეზე: ჯამში აღძრულია 62 სისხლის სამართლის საქმე
დღგ-ის თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ საგადასახადო დანაკარგების თემა, განსაკუთრებით დღგ-ის ნაწილში არ არის მხოლოდ „ქართული ფენომენი“ და ეს საკითხი აქტუალურია ევროპის მრავალ ქვეყანაში. მისი განცხადებით, გამოყენებული აქტივის ოდენობამ შეადგინა 128 790 937 ლარი, რაზეც მოხდა მკაცრი რეაგირება შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების მხრიდან. „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სულ 241 პირი, რომელთაგანაც დღეისათვის პატიმრობაშია 69, ძებნილია - 16, გირაო აქვს შეფარდებული - 114 პირს. ამ ეტაპზე ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონი ლარი. ბრალდებულების მიერ გირაოს სახით ასევე შეტანილია - 1 850 000 ლარი. ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაყადაღებულია ანგარიშებზე, ასევე ამოღებულია ნაღდი ფულის სახით. დამატებით დაყადაღებულია ბრალდებულთა და მათთან კავშირში მყოფი პირების უძრავი-მოძრავი ქონება. გამოძიება გრძელდება, არაა დასრულებული სასამართლო პროცესები. იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში ამოღებული თანხა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ამ ეტაპზე გვაქვს. მნიშვნელვოვანია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაზე იყოს მკაცრი რეაგირება. გადასახადებისგან თავის არიდება არის დასჯადი ქმედება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)