|
2021-06-11 14:21:19, 929 ნახვა
კომენტარი
ლადო კახაძე - სიტყვა სადღეგრძელოს ვინც უგვანოდ იყენებთ, დაბადებისას ცუდად გადღეგრძელეს ან არასწორად დაიბადეთ
სიტყვა სადღეგრძელოს ვინც უგვანოდ იყენებთ, დაბადებისას ცუდად გადღეგრძელეს ან არასწორად დაიბადეთ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს. ლადო კახაძემ მოუწოდა დეპუტატებს, გაუფრთხილდნენ საჯარო სივრცეს. „ძალიან ხშირად ხმარობთ სიტყვა სადღეგრძელოს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ვინც ამას უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენს მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად. ამ სიტყვას დაუკვირდით ადამიანებო, პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო, მის უკან ლიტერატურაც, ისტორიაც კარგად უნდა იცოდე, ის დარგი უნდა იცოდე, რომელიც აირჩიე, მაგრამ თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი. ყველანი პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით. არაფერი არ გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ნაწილს ეხება ეს, ყველას არა. საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)