13:08 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 10:20:55, 817 ნახვა

ეკონომიკა
ქართული საექსპორტო ღვინის ხარისხის მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ერთვებიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS" და „Bureau Veritas" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განახორციელებენ.

დამოუკიდებელი, ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების „SGS" (შვეიცარია) და „Bureau Veritas" (საფრანგეთი) ჩართულობა მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესისთვის, რათა სწორედ იმ ღვინის ექსპორტირება განხორციელდეს, რომელმაც უკვე გაიარა სერტიფიცირება. ინსპექტირება  უკვე დაიწყო კომპანიამ Bureau Verita", პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება კომპანია „SGS". 

აღნიშნული ინიციატივა ღვინის კერძო სექტორიდან მომდინარეობდა და მისი მიზანი საექსპორტო ღვინის ხარისხის უფრო მეტი გამჭვირვალეობის უზრუნველყოფაა. ამ დრომდე, ინსპექტირება  კომპანიის მიერ საექსპორტო სასერტიფიკატო განაცხადის წარმოდგენის პროცესში ხორციელდებოდა. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ჩართულობით, საექსპორტოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ღვინის პარტიის ინსპექტირება შესაძლებელი გახდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

„ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო  საექსპორტო პროდუქციაზე  შესაბამისობის სერტიფიკატს გასცემს, რითიც დასტურდება, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის"  შესაბამისად, ხარისხის კონტროლის უწყვეტი პროცესის გათვალისწინებით, სააგენტოს უფლება აქვს  ინსპექტირება განახორციელოს სერტიფიცირების ნებისმიერ ეტაპზე და სერტიფიცირების შემდეგაც.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics