|
2021-06-07 20:23:28, 907 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ დევნას
„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ დევნას“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის დროს განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხიც. „ბუნებრივია ვისაუბრებთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, როგორიც არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ არ დაგიმალავთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მათ შორის საარჩევნო/სასამართლო რეფორმის საკითხებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხს, მედიის თავისუფლებას ანუ ყველა იმ თემას, რომელიც დღეს შიდა დღის წესრიგში დგას და რომელთა დიდი ნაწილიც ასახულია პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშიც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)