|
2021-06-07 20:18:48, 890 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებულია დემოკრატიულ ოპოზიციაზე
„ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებულია დემოკრატიულ ოპოზიციაზე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს პოტენციალი, რომ სტრატეგიული მეგობრები ქართველ ხალხთან დადგნენ ისე ახლოს, როგორც ამას ყველა პატრიოტი ქართველი ისურვებდა. „ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით, გაგრძელებული უსაფრთხოებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში. რუსეთი გავლენის ზრდასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რეგიონში, რომელიც არის შემაშფოთებლად მაღალი და მზარდი, ამიტომ საკითხები არ იქნება უბრალოდ საკითხებისთვის. ვფიქრობ, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, არსებობს უდიდესი პოტენციალი, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობის სახით, ქართველ ხალხთან დადგნენ ისე ახლოს, როგორსაც თითოეული პატრიოტი ქართველი ისურვებდა. ეს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გახსნილია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია დემოკრატიულ ოპოზიციაზე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შანსის მაქსიმალური კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)