01:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 13:57:51, 539 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი და შემოსულობების ნაწილში

ჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ოთხი თვის მონაცემებით, პრივატიზაციის წლიური გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული.

“მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტირებაზე და როგორც სამინისტროებს, ასევე მუნიციპალიტეტებს მინდა ვთხოვო, რომ ძალიან ოპერატიულად ყველა პროექტი და ყველა მოთხოვნა წარადგნინონ ფინანსთა სამინისტროში, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული კორექტირებულ ბიუჯეტში. ასევე, აღვნიშნავ, რომ უკვე 4 თვის მონაცემებით, გადაჭარბებით არის შესრულებული პრივატიზაციის წლიური გეგმა. ეს გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი დავგეგმოთ საკმაოდ ოპტიმისტურად და იყოს გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც აჭარის მოსახლეობას აწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი, ასევე შემოსულობების პროგნოზის ნაწილში. შესრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ასახული იქნება ყველა ის პრიორიტეტი, სხვადასხვა სფეროს მიმართებით, რომელიც ამ ბიუჯეტში უნდა იქნას გათვალისწინებული და ასევე, პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით წარიმართება. ეს საბოლოო ჯამში იქნება წინაპირობა იმისა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული ღონიძიება უკლებლივ იქნას გათვალისწინებული, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იქნება დაგეგმილი, უნდა იყოს შესრულებული 100 პროცენტიანი ათვისებით.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც წინა წელს დავიწყეთ, გვაქვს შესრულებული გადაჭარბებით. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფერმერებს მიმდინარე პროცესშიც ხელი შევუწყოთ ამ პროგრამის სრულად და ეფექტიანად შესრულებაში, - განაცხადა რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics