|
2021-05-27 00:29:35, 531 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - გენერალ კვინიტაძის შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი საბრძოლო სულისკვეთების მთავარი საფუძველი
„განუზომლად დიდია გენერალ გიორგი კვინიტაძის დამსახურება პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე. მან ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინაშე გენერლის ღვაწლის შესახებ ისაუბრა. „გენერალი კვინიტაძე არის სიმამაცის, პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის სიმბოლო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა სამშობლოსთვის. ემიგრაციაში მყოფს, მას არასოდეს დაუკარგავს რწმენა, რომ ქართველი ხალხი კვლავ მოიკრებდა ძალას და დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ მისი რწმენა და იმედი სრულად გამართლდა და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას“, - აღნიშნა მან. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ კადეტთა ლიცეუმი გენერლის სახელს ატარებს და მისივე სახელობის მედლით, ჩვენი ოფიცრები, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ჯილდოვდებიან. საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საბოლოო გზაზე სამების საკათედრო ტაძრიდან ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე გენერლის ოჯახის წევრებმა გააცილეს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)