05:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 13:22:28, 821 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, მოკლე ხანში, ბაზარზე შესაძლოა გამოჩნდეს მეტად აქტიურად კორონავირუსის საწინაღმდეგო „ნოვავაქსის“ ვაქცინა.

„ამ ეტაპზე „სინოფარმი“ გვაქვს. ასევე იცით, „სინოვაკია“ ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები, ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმედის მომცემია იმ კუთხით, რომ ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მალე მიიღებს. მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე „ნოვავაქსის“ მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე უშუალოდ „ნოვავაქსთან“ მოლაპარაკების საშუალებით. ასევე „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი. მიდის მუშაობა „ფაიზერთან“ დამატებით დოზებზე, რაზეც ინფორმაცია მოკლე ხანში გვექნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics