|
2021-04-12 22:56:33, 747 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - იმუნიზაციის პროცესში, უმრავლეს შემთხვევებში, წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის
„იმუნიზაციის პროცესში უმრავლეს შემთხვევებში წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც აცრას გადაწყვეტს, ეძლევა გარკვეული კითხვარი, რომელიც უნდა შეავსოს. „იმუნიზაციის პროცესში უმრავლეს შემთხვევებში წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის. მოგეხსენებათ, როცა აცრას გადაწყვეტს ადამიანი და მიდის ამცრელ კაბინეტში, მას ეძლევა გარკვეული კითხვარი, რომელსაც ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, შევთანხმდით, რომ კიდევ დაემატება 4-5 კითხვა. ამ კითხვებზე გამოცდილი ექიმი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ დამატებითი კონსულტაცია ალერგოლოგთან არის საჭირო, ან ჰემატოლოგთან, როცა საუბარია შესაძლო თრომბოზულ გართულებებზე, რა თქმა უნდა, ის შეაჩერებს და გადაამისამართებს დამატებითი კვლევებისთვის. მაგრამ ადამიანმა თავისი შეხედულებით რომ წინასწარ ჩაიტაროს და ახლა ვიცით, რომ მთელი ამბავია, დე დიმერს იკვლევს ყველა, კოაგულოგრამას იკეთებს ყველა, დამერწმუნეთ, ეს არ არის საჭირო, ამას გადაწყვეტს თქვენი ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ, მას წინასწარ გაესაუბროთ და ის მოგცემთ რჩევას, თუ საჭიროა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)