2021-04-06 13:36:41, 747 ნახვა
სამართალი
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსთანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ„აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვესდა გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,