19:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 19:17:08, 660 ნახვა

რეგიონი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის, მახალაკიძეებისა და დარჩიძეების სოფლებში კრებები გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის, მახალაკიძეებისა და დარჩიძეების სოფლებში კრებები გაიმართა.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.

ადგილობრივებს, ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ და ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნეს, რაც მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში განხორციელდება გარდა სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი მცირემასშტაბიანი პროექტისა.

შეხვედრებზე კენჭისყრის შედეგად სამივე სოფლის მოსახლეობამ გარე განათების კეთილმოწყობა დაასახელა. მიმდინარე წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 628 000 ლარი დაიხარჯება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება.

დღესვე, ხელმძღვანელი პირები აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახს სტუმრობდნენ. ასევე სოციალური აქციის ფარგლებში, დარჩიძეებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ზურაბ ცეცხლაძის ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცეს.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics