|
2021-03-27 12:59:17, 806 ნახვა
რეგიონი
თერჯოლაში იუსტიციის სახლი აშენდება
თერჯოლაში იუსტიციის სახლი აშენდება. ქალაქ თერჯოლაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი. სოსო გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ კოხრეიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. თერჯოლის ფილიალი მეხუთე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები, ხოლო წყალტუბოსა და სამტრედიაში მიმდინარე წელს გაიხსნება. იგეგმება, აგრეთვე ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობაც. თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდება და ფილიალის საერთო ფართი 818 კვადრატული მეტრი იქნება. სამშენებლო პროექტი უკვე მზადაა, შერჩეულია მიწის ნაკვეთიც. იუსტიციის სახლის ფილიალი ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქ. №116-ში განთავსდება. „სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად იუსტიციის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს. დღეისათვის საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან ექვსი მშენებლობა მიმდინარეა, ერთზე – ტენდერია გამოცხადებული, დანარჩენ ექვს რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 25 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. თერჯოლის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)