13:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 14:05:28, 1890 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მყოფი პირებიც ჩაერთვებიან

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებიც შეძლებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, პორტალი, სადაც 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები შეძლებენ რეგისტრაციას, 25 მარტიდან ამოქმედდება.

„ჩვენ გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქინაციის პროცესში, კერძოდ, 65 წელზე ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან, წინა პერიოდში, მათ შესაძლებლობა ექნეათ მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელი ინფორმაციის საშუალებითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics