05:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 12:50:44, 606 ნახვა

ეკონომიკა
40-მდე კომპანია გაკოტრდა, კიდევ ნუ გაგვწირავთ - გასართობი ცენტრები მუშაობის განახლებას ითხოვენ

ბავშთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის წევრები შრომის ინსპექციის უფროსთან, ბექა ფერაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის წარმომადგენელი, გიორგი მთიულიშვილი აცხადებს, პანდემიის პერიოდში 40-მდე კომპანია გაკოტრდა ხოლო 8 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. მთიულიშვილი მიმართავს მთავრობას, რომ მოძებნონ გასართობი ცენტრების გახსნის სხვადასხვა გზა.

„ვითხოვთ ბექა ფერაძესთან შეხვედრას. ამ ადამიანს ხელეწიფება ჩვენი პრობლემის მოგვარება, რომ გაიტანოს საბჭოზე, რომელიც ხვალ ან ზეგაა. ქვეყანაში ყველა სექტორი გაიხსნა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 8 ათასამდე ადამიანი გვყავდა ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული და გაგვიკოტრდა 40-მდე კომპანია, კიდევ ნუ გაგვწირავთ. გამოდით კონტაქტზე, რომ გადავწყვიტოთ, როგორ შეიძლება გავხსნათ ჩვენი ობიექტები“, - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics