05:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 13:37:57, 407 ნახვა

ეკონომიკა
მეფუტკრე ფერმერებისთვის დარგობრივი რეკომენდაციები შემუშავდება

მეფუტკრეობის დარგში არსებული გამოწვევები და მეფუტკრე ფერმერთა საჭიროებები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

„ფერმერებისთვის თანამედროვე დარგობრივ ცოდნაზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად ვაგრძელებთ ფერმერთა საექსტენციო მომსახურებას, სადაც დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

შეხვედრაზე ფუტკრის დაავადებებთან, მათ შორის, ვარვატოზთან, ბრძოლის და ფუტკრის ოჯახების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით ელექტრონული და ბეჭდური საინფორმაციო მასალები უნდა შემუშავდეს; მეფუტკრე ფერმერებისთვის რეგიონებში ტრენინგები ჩატარდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მეფუტკრეთა ასოციაციის წევრებმა,  სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics