2021-03-10 17:43:18, 505 ნახვა
სამართალი
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აქტივისტებს აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიზირებული იქნება.
„დღევანდელი სასამართლოსა და სამართალდამცავი უწყებების პირობებში არანაირი პროგნოზის გაკეთების საფუძველი არ გვაქვს. ყველაფერი რაც ხდება პოლიტიკური პროცესია და პოლიტიზირებულია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, იქნება პოლიტიკურად მოტივირებული. გამოუშვებენ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გამოუშვებენ და ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ლაშა ხუსკივაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები გააპროტესტეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან