11:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 16:08:30, 579 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

აღნიშნულის შესახებ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

„სხვა ინსტანციის იმედი არ გვაქვს. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ადამიანის ევროპული სასამართლო დაადგენს შესაბამის დარღვევებს. ვაპირებთ გასაჩივრებას. ორი კვირის ვადა აქვს იმისთვის,  რომ განაჩენი დაასაბუთოს და ამ ორი კვირის ვადაში კანონის დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ. ეს იყო ცალსახად მონობის გამოვლინება. დადგა ის შედეგი,  როგორ სახელმწიფოშიც ვართ“,  - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება გიორგი ქვრივიშვილსა და არასრულწლოვანს ზ.ხ-ს მათ პატიმრობის ვადაზე სასამართლო 16 მარტს იმსჯელებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics