10:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 15:49:54, 747 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორს ხეობა გადაეცა - ეს ასე ნამდვილად არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე.

„მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია - მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა  გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით,  საუბარია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას. ამასთან, მისი თქმით, კომპანიას არანაირი სურვილი არ აქვს, ზედმეტი ქონების გადასახადი იხადოს. თუმცა, ამ საკითხის მეტი სიცხადისთვის ეკონომიკის მინისტრი სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად მოხდა ამის გადაცემა, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ გავხსნით ამას, თუ რა არის,  მომავალში რა იქნება და როგორ კავშირშია ეს მუშა ნახაზებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან. აქ დასამალი არაფერია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics