11:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 15:38:25, 534 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - მკვლელობა ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა, ერთადერთი მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

როგორც მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა ის ელემენტი, რომელიც საჭიროა მკვლელობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დაადასტურა.

„ბრალდების მხარე თავის მტკიცებულებებში დარწმუნებულია. დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა. ყველა ის ელემენტი, რომელიც საჭიროა მკვლელობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დაადასტურა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოლოდინი, რაც დღეს არსებობს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. უამრავი პირდაპირი მტკიცებულებაა საქმეში, რაც პირდაპირ უთითებს შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობას“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს საბოლოო განაჩენი რამდენიმე წუთში გამოცხადდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ და ა.ქ. არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics