11:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 16:47:35, 720 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში, მე მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში.

„ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კოლეგებთან - FBI-სთან, DEA-სთან, ევროპოლთან, ინტერპოლთან და მათთან ერთად ბევრი დიდი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული. არა მარტო გასული წლის, არამედ გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი ოდენობით  თხევადი ნარკოტიკის ამოღებით დაწყებული და თუნდაც ეს  - 40 კილოგრამი ჰეროინის ამოღების თემაც, ეს ღონისძიება საერთაშორისო ჩართულობით გავაკეთეთ და ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს.

რაც შეეხება ნარკორეალიზატორების საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა ამ მიმართულებით და მართლაც, რთული თემაა. ბატონმა ფრიდონმაც იკითხა, იგივე ფონიჭალის შესახებ. თითქმის კვირა ისე არ გადის,  საპოლიციო ღონისძიება არ ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ამას ვაშუქებთ. ტარდება პოლიციური ღონისძიებები, ზუსტად მაგ მიმართულებით, ქვემო ქართლის მიმართულებით და ხდება ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება.

შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს და რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერდი, პირველ რიგში, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics