10:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 15:16:39, 548 ნახვა

ეკონომიკა
პატრიკ ლანგი - ბაკურიანში მაღალი რანგის სათხილამურო სპორტული შეჯიბრის ჩატარება საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად კარგი შანსია

„ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან,  სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო ტასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.

მისი თქმით, ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება და მთელ მსოფლიო გაიგებს ქართული მთების პოტენციალის შესახებ და ასევე იმას, თუ რამდენად მეგობრულია საქართველოს ხალხი და რამდენად უჭერს მხარს მთავრობა მსგავს ინიციატივებს.

„ჩვენ ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ადამიანი აღმოაჩენს ისეთ შესანიშნავ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, თავისი სტუმართმოყვარეობითა და ბუნებით“, - განაცხადა პატრიკ ლანგმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics