|
2015-10-07 10:39:32, 654 ნახვა
ეკონომიკა
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციია პრემიერ-მინისტრს მიმართავს
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირკალი ღარიბაშვილს მიმართავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ასოციაციის წევრები მარკირების თემაზე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას კატეგორიულად გმობენ. მათი შეფასებით, ნოდარ ხადური ამ სახის კამპანიით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ბატონო პრემიერო, არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. ჩვენ მრავალი ათეული წელია ვცდილობთ მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას, მათი კეთილგანწყობის დამსახურებულად მოპოვებას. დაგვერწმუნეთ, სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გვამოძრავებს როცა ვაპროტესტებთ ელექტრონული მარკირების სერვისისთვის სახელმწიფოს მიერ არაადექვატურად მაღალი საფასურის გადახდას, რაც დააზარალებს მომხმარებელსაც, ბიზნესსაც, ბიუჯეტსაც. სახელმწიფოს და ბიუჯეტს კი შემოსავლის მოტანის ნაცვლად, მძიმე ტვირად დააწვება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. მიგვაჩნია, რომ ელექტრონული მარკირების ახალი რეგულაცია არც სამართლიანია და არც ეფექტიანი. ამასთან, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიცია ფინანსთა მინისტრმა არ მოისმინა და გადაწყვეტილება ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება თქვენს დაპირებას, რომ მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე რეგულაციებს არ შეცვლიდა და/ან ახალს არ დააწესებდა. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ თქვენთან შეხვედრის ფარგლებში არის შესაძლებელი“, - ნათქვამია არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვაში.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)