17:51 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 17:21:48, 1219 ნახვა

კომენტარი
გეგა გობეჯიშვილი: გართხილებული ვიყავი ლევან კობიაშვილის წრიდან, რომ ჩემი დაკავება იგეგმებოდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის უკვე ყოფილი დელეგატი გეგა გობეჯიშვილის განცხადებით, ლევან კობიაშვილის წრიდან მეგობრებმა გააფრთხილეს, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა.

როგორც გობეჯიშვილმა აღნიშნა, მას სამართალდამცველები უსმენდნენ და ზუსტად იცოდნენ როდის გამოვიდოდა სახლიდან.

„დაკავება მოხდა სადარბაზოში, როდესაც მოვდიოდი „ჰოლიდეი ინნ“-ში დასარჩენად, იმიტომ, რომ დილით ვიცოდი ზუსტად, რომ ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ეს დაკავება, გადავწყვიტე ღამე დავრჩენილიყავი აქ და დილით ჩამოვსულიყავი პირდაპირ ყრილობაზე. არ დაივიწყოთ, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყველას გვისმენენ და ზუსტად იცოდნენ როდის გამოვიდოდი. ერთი კვირა არ გამოვსულვარ სახლიდან, იმიტომ, რომ გართხილებული ვიყავი ჩემი მეგობრების მხრიდან, ლევანის წრიდან, რომ ეს იგეგმებოდა ჩემს მიმართ. მელაპარაკა ბევრი ადამიანი“, - განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა.

ცნობისთვის, გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სამართალდაცველებმა გვიან ღამით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გობეჯიშვილი დღეს 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics