13:35 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 16:43:49, 1944 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს

შპს „გლობალ თრეიდმა“  პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მინი საამქრო დიდ საწარმოდ გადააქცია.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შპს „გლობალ თრეიდს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 207 918 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად  გადაეცა.  კომპანიას კი სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება 2 წლის ვადაში დაიწყოს წარმოება, რისთვისაც 831 672 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით საწარმო დადგენილ დროზე ბევრად უფრო ადრე ამოქმედდება. ის წლიურად 5 000 ტონამდე თხილის გადამუშავებას გეგმავს, რომლის ექსპორტი გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდება.

მინი საამქროში 40 ადამიანი უკვე მუშაობს. საწარმოს სრულად ამუშავების შემდეგ კიდევ 60 ადამინი დასაქმდება.  ბოლო სტატისტიკით აჭარაში დაახლოებით 2500-3000 ტონამდე თხილის მოსავალს ელიან. საწარმოს ამოქმედების შემდეგ  თხილის ჩასაბარებლად ფერმერი არ იქნება მეზობელ რეგიონში წასასვლელი, რაც ცალკე ტრანსპორტირების ხარჯებს ითხოვდა









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics