2015-10-02 15:57:22, 542 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ხელი შევუწყოთ საქართველოს არჩევანს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხზე მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე შეკითხვებს ვსვამთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.
„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. არ გვსურს ვიხილოთ პლურალისტული მედიაგარემო შეზღუდული. ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ, შეკითხვებსაც ვსვამთ. გვქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან და აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს. მოხარული ვარ, რომ „რუსთავი 2“ ეთერშია“, - განაცხადა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან