14:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 12:30:56, 796 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დეკლარირებული გაქცევაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დეკლარირებული გაქცევაა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივანიშვილის წერილის მთავარი მოტივი ოპოზიციის ლანძღვა და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკაა.

„პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის უბრალოდ დეკლარირებული გაქცევა. მას არ უნდა პასუხისმგებლობის აღწევა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში არის ის, რომ მისი მთავარი მოტივია ოპოზიციის ლანძღვა-გინება და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, რადგან სხვა სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ქვეყანა არის დეფოლტის წინაშე. მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც უკვე მიუახლოვდა საკონსტიტუციო ზღვარს. ამიტომ, პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics