|
2020-12-29 11:23:15, 448 ნახვა
ეკონომიკა
თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა. საერთო ჯამში სულ 303 - მა აპლიკანტმა შემოიტანა განაცხადი. განაცხადები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ელ. კომერცია, სამომხმარებლო სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები/უსაფრთხოება, მწვანე ტექნოლოგიები, პროფესიული სერვისები, კადრების მართვა/განათლება და სხვა. განაცხადების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობას ამერიკული აქსელერატორი სილიკონ ველიდან USMAC მიიღებს. ხოლო კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ, გამარჯვებულ სტარტაპებს გამოავლენენ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეექვსედ გამოაცხადა და პროექტის ხუთი რაუნდის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდა 98 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო. ინოვაციების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)