|
2020-12-28 17:46:14, 553 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის
როგორც კი პანდემიის პერიოდი გადაივლის, ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა იმისათვის, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი განცხადებით, მთავრობის ვალის ნაწილში ქვეყანა თითქმის მიუახლოვდა 60 პროცენტიან ზღვარს და მომდევნო წელს შეადგენს 60.1 პროცენტს. „მიუხედევად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მოხდა ვალის ზრდა და ეს იყო უფრო დიდი მოცულობის, ვიდრე თუნდაც 2008 -2009 წლების კრიზისის პერიოდში, ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მაინც არ არის სასურველი. ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალი შევამციროთ. ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ოთხწლიანი გეგმა, სადაც ასახულია როგორც დეფიციტის, ისე ვალის შემცირების მაჩვენებელიც. კანონის მოთხოვნით და ვალი 57 პროცენტამდე, ანუ 60 პროცენტიანი ზღვარის დაბლა ჩამოდის, თუმცა ეს მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ამ დონეზე ვალის ყოფნა, რა თქმა უნდა, მომავალში რისკებს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)