21:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 18:27:34, 541 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამედიცინო შესაძლებლობებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაზეც ისაუბრა.

მისი განმარტებით, 2020 წელს უწყებამ შეიძინა 24 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სარდლობებში შეიქმნა შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები და გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეების კორონავირუსის მართვისა და პრევენციის პროცესში ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ შეიქმნება სადეზინფექციო საშუალებების, პირადი ჰიგიენისა და დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგები.

გაძლიერდება ჰოსპიტალური სექტორი; გაიზრდება საწოლფონდი, ასევე უწყება შეისყიდის ხელოვნური სუნთქვის აპარატებს; ყოველდღიური ტესტების რაოდენობა კი, 10-ჯერ მოიმატებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics