07:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 11:55:47, 750 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - პანდემიური დახმარების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პირველ ადგილზე ვართ

პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველო პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტისთვის საკუთარი პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა ჩამოთვალა ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებზეც 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიყო.

:საქართველო პირველ ადგილზეა პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებში. პანდემიიდან გამომდინარე, შემცირებული შემოსავლების გარდა, ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა გახდა საჭირო. პირველი, ჯანდაცვის დაფინანსების ზრდაა, 2020 წელს გამოვყავით დამატებით 420 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული გვაქვს 450 მილიონი ლარი.

მეორე მიმართულება, რაზეც დამატებითი რესურსების გამოყოფა გახდა საჭირო, ეს მოქალაქეების დახმარებაა და ჯამში, მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყო 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი, სხვადასხვა სახის ფულადი დახმარება მიიღო მილიონ 700 ათასმა მოქალაქემ, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებით სარგებლობს 2 მილიონ 500 ათასი მოქალაქე.

მესამე მიმართულება იყო ბიზნესის მარდაჭერა, გამოყოფილიი იყო მილიარდ ექვსას მილიონ ლარზე მეტი, განხორციელდა ქონების და საშემოსავლო გადასაღადების შეღავათები, მოვახდინეთ ტურისტული, სამშენებლო სექტორების მხარდაჭერა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics