06:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 12:51:12, 639 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო ბიზნესთან არანაირი ცუდი ურთიერთობა არ მაქვს

არანაირი ცუდი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო ბიზნესში, ასევე სხვაგანაც, იმ გარკვეული წესების დაცვა, რომელიც გადის ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„ჩემი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან გარკვეულწილად არის მედიის შექმნილი, არანაირი ცუდი ურთიერთობა მე სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სამედიცინო ბიზნესში, სხვაგანაც, იმ გარკვეული წესების დაცვა, რომელიც გადის ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სადაც დაცულია წესები, ნორმები და კანონი, მე არ მაქვს იქ არანაირი პრობლემა, არც კომუნიკაციის და არც სხვა კუთხით. თქვენ იცით ჩემი პირდაპირობა და როდესაც გახდება გასაჯაროების საჭიროება, ასევე მტკიცებით ფორმაში სასაუბრო, მე ამას აუცილებლად მოგახსენებთ. დღესდღეობით მეტი სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics