06:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 15:14:48, 597 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - თუ რურუას საქმეს არ შეეხო ამნისტია, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს.

უგულავას თქმით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება  ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“

„საყოველთაო ამინისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი რაც მისგან მოვისმინეთ იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მე მინდა შევახსენო რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი.

თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად, ხოლო თუ საკუთარი ცოდვების გაპრავება უნდა ქართულ ოცნებას, ამაში ჩვენ ვერ დავეხმარებით და არ დავეხმარებით. თუ ეს საყოველთაო ამინისტიაა,  უნდა შეეხოს ყველას ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამინისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამინისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს.

ამიტომ, დეტალები გვაინტერესებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო და შესაბამისად, თუ პატივს დაგვდებს ქართული ოცნება და უფრო დეტალურად აგვისხნის რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics