|
2020-12-16 11:25:40, 991 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კონცეპტისა“ და Visa-ს ერთობლივი პროექტი - „დილის კონცეპტი" გრძელდება
თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივის პროექტი - „დილის კონცეპტი" გრძელდება. შეხვედრების სერიის მეორე ნაწილში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით დაიწყოთ. ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახდა. ამიტომ, თიბისი კონცეპტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები. თემები და სპიკერები თანამედროვე ადამიანების საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა. მომდევნო შეხვედრების მასპინძელი და მოდერატორი საერთო სამუშაო სივრცის - Impact Hub Tbilisi და ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის - ZEG - Tbilisi Storytelling Festival თანადამფუძნებელი - ქეთი ებანოიძე იქნება. პროექტის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები Glovo-ს მიტანის სერვისზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ - 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, დილის 08:00-დან დღის 12:00-მდე, Glovo-ს პარტნიორი ნებისმიერი სუპერმარკეტიდან ან კვების ობიექტიდან შეკვეთისას და თიბისი კონცეპტის (Status) Visa Platinum, Visa Gold ან Visa Infinite ბარათით გადახდისას, ყოველ დახარჯულ 20 ლარზე, 5 ლარს Glovo-ს ანგარიშზე დაიბრუნებენ. პროექტის შესახებ სრული ინფორმაციისა და შეხვედრებზე დასასწრები ბმულის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://fb.me/e/25mqeGyrJ შემდეგი 3 სესიის თემები და განრიგი ასეთია:
ოთო ბერიშვილი - აჭარა ჯგუფი | Collective Development CEO ადაპტაცია და ინოვაცია ბიზნესსექტორში
ქეთო გიორგობიანი - „კაშკაში", თავის მოვლის ორგანული ბრენდის თანადამფუძნებელი ბიზნესწამოწყება პანდემიის დროს
ნანა დიხამინჯია - კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი განათლება ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ჭრილში
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)