|
2020-12-16 11:15:02, 4329 ნახვა
კულტურა
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2020 წლის ოქტომბერში, ცნობილი გამომცემლობის „Yatra Books" მიერ, პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" ("Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir"). პოემის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს დოქტ. ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს, ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები შექმნა მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა ონკარ ფონდეკარმა. წიგნის შეძენა შესაძლებელია, როგორც ინდოეთში წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ჰინდი ენაზე გამოცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთში საქართველოს და ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის", ასევე საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)