21:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 09:26:33, 1172 ნახვა

ომი უკრაინაში
დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი და ენტონი ფაუჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად ემზადებიან

დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი და ენტონი ფაუჩი კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“  მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად ემზადებიან, - აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ვაქცინას კამერების წინ, სავარაუდოდ პარასკევს გაიკეთებს.

ასევე, CNN წერს, რომ ვაქცინის გასაკეთებლად ემზადება ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩიც.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს, თეთრი სახლის პრესმდივანის განცხადებით, დონალდ ტრამპი ვაქცინის გასაკეთებლად ემზადება და მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე არ ჩაუტარებია ვაცქინაცია არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებში ჩაატაროს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics