06:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 22:44:20, 515 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - სიღარიბე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ მასწავლეს, რომ არ უნდა მოვიპარო და სხვისი არ უნდა მივიტაცო

„სიღარიბე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ მასწავლეს, რომ არ უნდა მოვიპარო და სხვისი არ უნდა მივიტაცო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შენობები არ იყო დასრულებული და ამიტომ სწორ დროს დაიწყო დემონტაჟი.

„ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა, ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, სიღარიბის პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში არასდროს სხვა წარმატებული ადამიანისთვის ცუდი თვალით არ შემეხედა, არ უნდა შემეხარბოს მისი.

არასდროს არ უნდა მოვიპარო და არასდროს არ უნდა დავიტაცო, შესაბამისად ეს კონკრეტული შემთხვევები.

ეს ხო ჩემი არ არის, ეს არის ქვეყნის მიწები, თითოეული თქვეგანის ქონებაა. როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს დიახ ეს იყო სწორი დრო, ეს შენობა ნაგებობები არ იყო დასრულებული და ამ შენობებში არ ცხოვრობდნენ ადამიანები“, -  განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics