05:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 18:00:00, 883 ნახვა

კომენტარი
ბოკერია : ოპოზიციას აქვს გეგმები, ჩვენ ელისაშვილის არ დავუძახებთ - ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია

„ოპოზიციას აქვს გეგმები, ჩვენ ელისაშვილის არ დავუძახებთ - ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ელისაშვილთან კონსულტაციას აღარ გაივლის.

„ოპოზიციას აქვს გეგმა საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების, სხვადასხვა ინტენსივობით. ოპოზიციას, ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა ამომრჩევლებთან კარდაკარ სიარულის და მათი ინფორმირების.

ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არაა, ბატონი ელისაშვილი აღარაა ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია.

ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მობრძანდეს ხვალ მასთან ერთად, როგორც ერთ ერთი ერთეული, რომელიც ახლა ხელისუფლების ბანაკშია. ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics