05:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 13:46:06, 723 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი - ეს ვერაგი ვირუსი ალბათ, აუცილებელი იყო კაცობრიობისათვის, გადაგვარებულები ვიყავით და დაგვაფიქრებს

„ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ ალბათ, აუცილებელი იყო კაცობრიობისათვის, ისე ვიყავით გადაგვარებულები, მხოლოდ ეს თუ დაგვაფიქრებს“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ და უნდა შევრიგდეთ.

„მე განსაკუთრებულად მინდა ჩვენს გმირ ექიმებს მადლიერების გრძნობით დიდი მადლობა გადაუხადო. ღმერთმა გაგაძლებინოთ, მე ვიცი რა რთულია თქვენთვის ეს მსახურება, ფაქტიურად მოდი სიმართლე ვთქვათ თქვენ სიკვდილისთვის გაგწირეთ, იბრძვით, რომ ადამიანები გადაარჩინოთ და რას დავემსაგვსეთ, შევხედოთ აბა  გარდაიცვლებიან ხოლმე ადამიანები და სასახლე რომ აწიონ იმდენი კაციც არ მიდის ეშინიათ, შვილები მყავს ასე ვარ ისე ვარ, ექიმებს რა არ ყავთ? სად არის ქართველობა და ადამიანობა. ამისთვის ვცხოვრობთ? ჩვენ ისენი არავართ ომშიი რომ მივდიოდით და სულით ძლიერები ვიყავით. ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ შევრიგდეთ, ცალცალკე ვერავინ გაიმარჯვებს. ვთხოვ უფალს დაგვამშვიდოს. ადრე თუ გვიან ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან ყველანაირი რეგალიების გარეშე.

ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისათვის ისე ვიყავით გადაგვარებულები მხოლოდ ეს თუ დაგვაფიქრებს“, - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics