03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 23:13:53, 666 ნახვა

კომენტარი
ევროპარლამენტარი - ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას ხელს შეუშლის

„ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას ხელს შეუშლის“, - ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები არ დაეხმარა მმართვალე პარტიასა და ოპოზიციას შორის არსებულ გარღვევას.

„სამწუხაროდ, არჩევნები არ დაეხმარა ღრმა დაყოფის გარღვევას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს პირველი რაუნდის შედეგები და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურს.

მათ ასევე დააანონსეს, რომ ისინი არ მიიღებენ მანდატებს ახალ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას და ინსტიტუტს, რომელიც სასიცოცხლოა დემოკრატიისთვის.

ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები კიდევ ერთხელ ხელს უწყობენ მოლაპარაკებებს მმართველ, ქართული ოცნების პარტიასა და ოპოზიციას შორის ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძებნის იმედით“, - განაცხადა ურმას პაეტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics