|
2020-12-09 16:29:06, 1140 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის მიერ 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის წესების შესახებ ვიდეო სახელმძღვანელო მომზადდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უწყების ვებგვერდზე განთავსებულია დეტალური ვიდეო ინსტრუქცია, მათთვის ვისაც აინტერესებს, თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია და როგორ ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება. შეგახსენებთ, რომ პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 25 581 განაცხადი დარეგისტრირდა. აქვე, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე - მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება. ამასთან, დაქირავებული პირი აღნიშნული პერიოდიდან, ანუ 28 ნოემბრიდან, ამავე დამქირავებლისაგან არ უნდა იღებდეს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო); დახმარების მიღების შესაძლებლობა, ასევე, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან; აქვე, ავღნიშნავთ, რომ კომპენსაციის მიმღებთა კიდევ ერთ კატეგორიას და ეს არის ნებისმიერი ფიზიკური პირი (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება (ამასთან, ამ ობიექტის მფლობელი არ უნდა იყოს არამეწარმე ფიზიკური პირი). დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე იხილეთ შემდეგ ბმულებზე. https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=7
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)