00:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 17:00:11, 1300 ნახვა

ომი უკრაინაში
კოვიდ კლინიკებს ორ დღეში „ჯეოჰოსპიტალსის“ ორი ახალი ლოკაცია - ბორჯომისა და მარნეულის კლინიკები ემატება

„ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს, - ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის - როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად მოხდა ვითარების დასტაბილურება.

„მოხდა ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების კონსოლიდირებული შედეგების ანალიზი, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი. სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის, როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად სიტუაციის დასტაბილურება. თავის მხრივ, კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას. ჩვენ წარმოვადგენთ „ჯეოჰოსპიტალს“. ორ დღეში კიდევ ვამატებთ ბორჯომის, მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics