03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 21:07:23, 649 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - კოვიდსასტუმროები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშიც კი არაა

„COVID სასტუმროები საქართველოს “ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტი მხოლოდ სამხრეთ კორეაშია და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშიც კი არ ხდება მსგავსი რამ.

„ფართოვდება ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, მობილიზებულია 76 ასეთი სასტუმრო - 5 378 ადგილით. ამ სასტუმროებში მუშაობს 272 ექიმი, 319 ექთანი და 51 სტუდენტი ექთნის პოზიციაზე. ამ სასტუმროებში სხვა სიკეთეებზე (სამედიცინო მეთვალყურეობა და სხვ.) რომ არაფერი ვთქვათ, ხდება COVID პაციენტების გაცილებით უფრო ეფექტიანი იზოლაცია, ვიდრე ეს შესაძლებელია ბინის პირობებში. საგულისხმოა, რომ COVID სასტუმროები საქართველოს “ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. რაღაც მსგავსი აქვთ მხოლოდ სამხრეთ კორეაში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კი - არა.  ფართოვდება (ორმაგდება) PCR და სწრაფი/მარტივი ტესტირება და დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე", - განაცხადა ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics