2020-12-07 14:44:11, 538 ნახვა
ეკონომიკა
6 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
მანდარინის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, აჭარაში, ქ. ქობულეთში ფუნქციონირებს შესაბამისი შტაბი.
აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს' გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
"არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.
სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ მანდარინს ფერმერები ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში აბარებენ.
მოსვლის ჩაბარების პარალელურად, ხორციელდება მანდარინის ექსპორტი.
6 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოდან, მიმდინარე წელს წარმოებული 9 476 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),