02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 17:41:43, 551 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების.

„დღეს გაიმართა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება.

გადამწყვეტ მომენტში ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად! ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს.

მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენს ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics